
კილაძე – ზურაბიშვილზე: "პრეზიდენტმა სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში გაზრდილი არაა"
11/12/2019 08:33:32 ციტატა
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ჯარები, რომლის იმედიც გვაქვს სამშობლოს დაცვის დროს. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა. ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. ამას გულისხმობდა, ალბათ, და ვერ გამოხატა, ვერ გადმოსცა, რადგან არ არის საქართველოში გაზრდილი"
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა. პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციით საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, განაცხადა:
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".