
ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, არიან დაშავებულები
27/05/2019 04:12:58 სხვა, სამართალი
ქუთაისი- წყალტუბოს გზაზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.