
"რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს"
10/12/2019 19:59:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ერს "რაღაცა დაკომპლექსებულ" ერად მიიჩნევს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სამეცნიერო საზოგადოების წევრებს უმასპინძლა.
"ჩვენ ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ჩვენს თავში ეს ისევ უნდა დავიჯეროთ იმიტომ, რომ ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ დღევანდელი რეალობა: სოციალური ქსელები, ინტერნეტი იმიტომ, რომ იქ იბეჭდება ყველაფერი და არაფერი. მომავალი თაობა, ანუ თქვენი მემკვიდრეები არ გაჩნდებიან ამ ქვეყანაში, არ ჩაებმებიან ამ სწავლებაში თუ არ დაინახავენ, რომ აქ არის პერსპექტივა", – განაცხადა პრეზიდენტმა.