
"ოცნება" კიდევ ერთ „მოჯანყე“ დეპუტატს აწინაურებს
11/12/2019 09:10:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართულმა ოცნება" კიდევ ერთ „მოჯანყე“ დეპუტატს აწინაურებს. კერძოდ, უმრავლესობის მიმართვის თანახმად, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა წარდგენილი.
ხუნდაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა აკაკი ზოიძემ დატოვა.
ზოიძის პროტესტი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის: 25 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" ის დეპუტატები დააწინაურა, რომლებმაც ხმა 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, აღნიშნული კანონმდებლები არიან: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.