
სენაკის განახლებულ სკვერებში ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა
11/10/2023 09:10:41 რეგიონები, რეკლამა
სენაკში, ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ ზონაში.
სენაკის მერიის ცნობით, დაზიანებულია სკვერის ინტერიერი, დაზიანებულია სენაკის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადი, ამორტიზირებულია პარკში არსებული გარე ტრენაჟორები.
"მატერიალურ ფასეულობათა და კულტურის ძეგლთა განადგურება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი ქმედებაა! მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და ქალაქის იერსახეს!", – აცხადებენ სენაკის მერიაში.