Accentnews.ge
"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე "ფორმულას" ფოტოგრაფი სუს-ში დაიბარეს

"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე "ფორმულას" ფოტოგრაფი სუს-ში დაიბარეს

11/10/2023 10:03:13 სამართალი

ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტოგრაფი, ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს არის ე.წ. რევოლუციური სცენარით "ხელისუფლების დამხობის" საქმე, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გამოკითხეს მოწმის სტატუსით.

ტელეკომპანა "ფორმულის" თანამშრომელი ესწრებოდა რამდენიმე დღის წინ 29 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, როგორც ფოტოჟურნალისტი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სწორედ ამ მიზეზით არის დაბარებული.

ვახო ქარელმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ სუს-ის თანამშრომელმა უწყისი სასტუმრო "მარიოტში" ჩააბარა, სადაც ის ერთ-ერთ ტრენინგს ესწრება. მისი თქმით, ის არ მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურში და თანხმდება მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას.

საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში". USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S