
კრამერი: ევროკავშირმა საქართველოს სტატუსი უნდა მიანიჭოს მკაცრი პირობებით და სანქციები დაუწესოს ოფიციალურ პირებს "ოცნებიდან"
11/10/2023 11:35:49 ციტატა
"ძალიან ვწუხვართ, რომ ვხედავთ მიმართულებას, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ ასევე, მოხიბლული ვარ ქართველი ხალხით, რომელიც ძალიან პროევროპული, პროდემოკრატიული და ასევე, უკრაინის მხარდამჭერია. ასე, რომ ამ ყველაფერზე დაყრდნობით მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს "ქართული ოცნებიდან", – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ღონისძიებაზე სახელწოდებით "რუსეთისგან დატყვევებული". დისკუსია ევროპარლამენტში გაიმართა და მასში ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ექსპერტები და ქართული კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.