
მაია ხაჯიშვილი, აჭარის რეგიონის წარმომადგენელ ქალ მოჭადრაკეებს შეხვდა, რომლებმაც 2023 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს
11/10/2023 11:43:51 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის რეგიონის წარმომადგენელ ქალ მოჭადრაკეებს შეხვდა, რომლებმაც 2023 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
სალომე მელია - მსოფლიოს ჩემპიონ ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი. პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კესარია მგელაძე - ევროპის ჩემპიონი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ჭადრაკში.
მარიამ ცეცხლაძე - ევროპის ვიცე-ჩემპიონი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ჭადრაკში.
მინისტრმა მოჭადრაკეებს მიულოცა მიღწეული საპრიზო ადგილები და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.