
გორის მერი: "თბილისში “ოცნების” აქციას 3500 გორელი შეუერთდება"
11/12/2019 10:42:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" 14 დეკემბრის აქციას 3500 გორელი შეუერთდება.
როგორც კონსტანტინე თავზარაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა, აქციაზე წასვლის მსურველი ბევრია, თუმცა ყველას თბილისში ჩამოყვენა ვერ ხერხდება.
“ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით და ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩასვლა და ამ საკითხის აღნიშვნა იგეგმება. ამიტომ, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი სამსახურებიდან, ქალაქიდან ყველას აქვს უფლება წავიდეს. ჩემს სამსახურებსაც ვთხოვე, ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, თუმცა ყველას წაყვანის საშუალება არ არის, მაგრამ დაახლოებით 3500 ადამიანი მიდის გორიდან", – აცხადებს გორის მერი.
“ქართული ოცნება” თბიისში 14 დეკემბერს მასშტაბური აქციის გამართვას აანონსებს. როგორც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, აქციის მიზეზი ის ფაქტია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.