
ოკუპირებულმა აფხაზეთმა 150-მდე ერთეული უახლესი შეიარაღება, სამხედრო და სპეცტექნიკა მიიღო
11/12/2019 10:51:36 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსულმა სამხედრო ბაზამ ბოლო წლების განმავლობაში 150-მდე ერთეული უახლესი შეიარაღება, სამხედრო და სპეცტექნიკა მიიღო, - იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოქლის პრეს-სამსახური.
მათ შორისაა, ГАЗ-ის მარკის ჯავშანავტომობილები, «Тигр-М», ტანკები, Т-72Б3 ,ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82АМ, ავტომატიზირებული სარემონტო-საევაკუაციო მანქანები РЭМ-КЛ, რადიოელექტრონული ბრძოლის მობილური კომპლექსები «Леер-2» და სხვა მრავალმიზნობრივი ჯავშანავტომობილები.
«Тигр-М»- ის დანიშნულება დაზვერვის წარმოება, კოლონების თანხლება და დაცვა, პატრულირება და ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერაა.
რუსული მედიის ცნობით, სადღეისოდ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშების წილი 89%-ს აჭარბებს. ახალმა მანქანებმა ძველი ანალოგები ჩაანაცვლა.