აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია
12/10/2023 04:41:49 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, რობინ დანიგენი საქართველოშია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში" - წერს აშშ-ის საელჩო და ფოტოს აქვეყნებს.
ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა 9 ოქტომბერს ფიცი დადო.
„31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რობინ დანიგენი მუშაობდა აშშ-ის ინტერესების ხელშესაწყობად მთელ მსოფლიოში. რობინ დანიგენი გამოჩენილი დიპლომატი და ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება," - ამბობს ვოქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,“ - ამბობს ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რობინ დანიგენი მუშაობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში. იგი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.
2018-2021 წლებში დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
რობინ დანიგენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და კარიერის მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ – სალვადორში.
დანიგენმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. ასევე მაგისტრის ხარისხს ფლობს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან. დანიგენი საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.
საქართველოში რობინ დანიგენამდე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გახლდა.


