
"ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება"
11/12/2019 10:59:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.
“ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ”, - განაცხადა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.