
რუსთავში მშენებლობიდან გადმოვარდნილი 2 მუშიდან, ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა გადმოვარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა
11/12/2019 11:05:34 სხვა, სამართალი
რუსთავში, კოსტავას გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.