Accentnews.ge
„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე“

„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე“

11/12/2019 11:30:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოიხადოს ბოდიში.

კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა პრეზიდენტმა ბოდიში, პრემიერმა შემდეგი განაცხადა: 

„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან“.

მისივე თქმით, ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობას:

"ქართულმა ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. სამწუაროდ გვყავს 5 დაჭრილი. [...] დღევანდელი ინციდენტი პირდაპირ მიუთითებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც და მის ხვალინდელ დღეზეც".  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S