Accentnews.ge
"ქართველი ჯარისკაცები მუშაობენ მხარდამხარ ჩვენთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, მადლიერები ვართ ამ წვლილისთვის"

"ქართველი ჯარისკაცები მუშაობენ მხარდამხარ ჩვენთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, მადლიერები ვართ ამ წვლილისთვის"

11/12/2019 12:39:05 სხვა, თავდაცვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები მუშაობენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და ევროკავშირი მადლიერია ამ წვლილისთვის. ამის შესახებ ელჩმა ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ზუსტად არ ვიცი, როგორ ჟღერდა ციტატა ან რა იყო აზრი, მაგრამ როგორც გავიგე, ემსახურებოდა განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას",- აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ ის ეთანხმება განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას, რადგან სჯერა, რომ განათლება მნიშვნელოვანია ფაქტორია, რათა ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, „რა თქმა უნდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართულებითაც“.

„ევროკავშირსაც აქვს სარგებელი აქედან, რადგან თქვენ იცით, რომ ქართველი ჯარისკაცები მუშაობენ მხარდამხარ ჩვენთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მადლიერები ვართ ამ წვლილისთვის. ქართველი ჯარისკაცები ასევე ძალიან ეფექტურად მუშაობენ ავღანეთში ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოში შეიარაღებული ძალების მიმართულებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S