Accentnews.ge
ზესტაფონის მერიამ უსინათლოთა საზოგადოების წევრებს ხმოვანი წნევის აპარატები  შეუძინა

ზესტაფონის მერიამ უსინათლოთა საზოგადოების წევრებს ხმოვანი წნევის აპარატები შეუძინა

12/10/2023 13:40:40 რეგიონები, რეკლამა

ზესტაფონის მერიამ უსინათლოთა საზოგადოების წევრებს ხმოვანი წნევის აპარატები შეუძინა.

მუნიციპალიტეტის მერიის შშმ საბჭოსა და სოციალური სამსახურის ურთიერთთანამშრომლობით, ზესტაფონის უნისათლოთა კავშირის წევრებს ხმოვანი წნევის აპარატები შეუძინეს. პირველ ეტაპზე, უსინათლო ადამიანებისთვის 66 წნევის აპარატის შეძენა მოხდა, რომელიც მათ ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

"მუნიციპალიტეტის მერია უსინათლო ადამიანებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად არაერთ სოციალურ პროგრამას ახორციელებს. ვიმედოვნებ, ჩვენს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს" , - აცხადებს ვასილ გველესიანი.

შშმ პირთა საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში "წითელ ჯვართან" თანამშრომლობით 18 წლამდე შშმ პირებს , ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადაეცათ.

მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკოლისა და საბჭოს თანამშრომლობით ჩატარდა „ამპუტანტ ფეხბურთელთა“ გუნდის სპორტული ასპარეზობები. ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს მერიის ინიციატივით, თასის მოგების შემდეგ, ფულადი ჯილდო გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით, სარეაბილიტაციო ცენტრ "ნაიოს" და "ორიონს" გამოეყოთ შესაბამისი ფართი.

საბჭოსა და ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლობით, შშმ პირთა საზოგადოებასთან ადაპტირებისთვის დაიგეგმა გასვლითი ტური აჭარაში. დეკემბერში კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მხარდაჭერით და ბავშვთა ცენტრ " ორიონის" ჩართულობით გაიმართება სპექტაკლი, შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების მონაწილეობით.

შშმ პირთა საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის, მუნიციპალიტეტში განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება ადაპტირებული.

,,ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა,,- აცხადებს სოფიო ღიბრაძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S