Accentnews.ge
დარჩიაშვილი აშშ–ის ახალ ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს დიპლომატებმა

დარჩიაშვილი აშშ–ის ახალ ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს დიპლომატებმა

12/10/2023 15:19:14 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულმა ელჩმა რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–ცენტრის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

"ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული",– ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში.

რელიზის მიხედვით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

დანიგენი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S