Accentnews.ge
"უცხოელი აგენტების შესახებ" ახალი კანონის დამრღვევი რუსული მედიასაშუალებები 5მლნ რუბლით დაჯარიმდებიან

"უცხოელი აგენტების შესახებ" ახალი კანონის დამრღვევი რუსული მედიასაშუალებები 5მლნ რუბლით დაჯარიმდებიან

11/12/2019 13:12:35 სხვა, სამართალი

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, "უცხოელი აგენტების შესახებ" ახალი კანონის დამრღვევი რუსული მედიასაშუალებები 5მლნ რუბლიტ დაჯარიმდებიან. 

ცვლილება ეხება ასევე მოქალაქეებს, თანამდებობისა და იურიდიულ პირებს. ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა ნახევარი წლის განმავლობაში ხსენებული კანონის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად 50 ათას, 100 ათას და მილიონ რუბლს შეადგენს. 

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება, ხსენებული კანონის დამრღვევი  მოქალაქეების 15 დღე-ღამით დაპატიმრებას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, "უცხოელი აგენტი მედიასაშუალებების შესახებ" კანონი რუსეთში 2017 წლის ნოემბერში იქნა მიღებული. მის საფუძველზე უცხოელ აგენტად შეიძლება გამოცხადდეს ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარედან ფინანსდება. ამის აღიარების შემთხვევაში მედიასაშუალება ვალდებულია, ყოველი პუბლიკაციის ბოლოს შესაბამისი მარკირება განათავსოს.        

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო უცხოელი აგენტების კატეგორიას უკვე მიაკუთვნა შემდეგი მედიასაშუალებები:"ამერიკის ხმა", Idel.Реалии, Кавказ.Реалии, Крым.Реалии, ტელეარხი "Настоящее Время",Azatliq Radiosi,  რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, Сибирь.Реалии, "Фактограф" და Север.Реалии. 

მიდმინარე წლის დეკემბერში კი პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, უცხოეთის აგენტებად შეიძლება გამოცხადდნენ ფიზიკური პირები, რომლებიც აგენტებად მიჩნეული მედიასაშუალებების ცნობებს ავრცელებენ ან მათ შექმნაში მონაწილეობენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S