Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს წინანდლის მამულში უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს წინანდლის მამულში უმასპინძლა

12/10/2023 15:35:35 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაის კახეთში, წინანდლის მამულში უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრებმა საწნახელი დაათვალიერეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S