
ციპრასმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარცხის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა
27/05/2019 04:30:49 სხვა, მსოფლიო
ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების გამო, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ დაამარცხა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში სავარაუდოდ, 30 ივნისს ჩატარდება.
ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.