Accentnews.ge
სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

13/10/2023 09:20:56 სამართალი

სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი "ჯასთის ლიგ"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, სასამართლომ ნინო მაჭარაშვილის გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ მესამე დავაც წარმატებულად დასრულდა ჯასთის ლიგ-ის მიერ. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალბატონ ნინო მაჭარაშვილის სარჩელის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, გათავისუფლების ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის!", - წერს კომპანიის მმართველი პარტნიორი დიტო ხვიჩია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S