Accentnews.ge
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ ლარით  იზრდება

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ ლარით იზრდება

13/10/2023 11:25:30 თავდაცვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

„მომდევნო წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 5,2%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზრდაზე. ნომინალური მშპ იქნება 85,4 მლრდ ლარი, ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ და იქნება 2,5% მშპ-სთან მიმართებაში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი იქნება 38,2%-ის ფარგლებში. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იქნება 23 მლრდ 882 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 24 მლრდ 161 მლნ ლარი“, - განცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება.

როგორც მან აღნიშნა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ჯარისკაცების ხელფასების ზრდა 10%-ით;
  • თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი;
  • თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფილია 230 მლნ ლარი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი, კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას გააგრძელებენ, მოხდება ფისკალური რესურსების გადათვლა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია ნოემბრის შუა რიცხვებში წარედგინება პარლამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S