Accentnews.ge
ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპელი დიპლომატები არ მიუწვევიათ

ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპელი დიპლომატები არ მიუწვევიათ

11/12/2019 15:40:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება,  ევროპელი დიპლომატები არ მიუწვევიათ

„რადგან ეს არის სუფთა პარტიული ღონისძიება, ამიტომ ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად და მე მგონი, არ იქნებოდა ლამაზი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეგვეწუხებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდიც უერთდება. კალაძის განცხადებით, "მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების რეგიონებიდან ტრანსპორტირებას პარტია უზრუნვეჰყოფს.

14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერაა ორგანიზებული და საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას მიეძღვნება. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S