ზელენსკი: რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაეხსნება
13/10/2023 15:27:07 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებისადმი მიმართვისას, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა.
„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. მით უმეტეს, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ ვითარებას „ისტორიული გზაგასაყარი“ უწოდა.
„მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ტერორისტული რუსეთი მოახერხებს თავისუფლების დამარცხებას, და მაშინ მთელ ჩვენ კონტინენტზე გავრცელდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, ან თანამშრომლობის ბევრი დონისა და ფორმატის მეშვეობით, კერძოდ რეგიონალური, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვით რუსეთი ამ დაპირისპირებაში წააგებს".


