Accentnews.ge
"ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში... ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი, ვერ მივიღებ მონაწილეობას იმპიჩმენტის პროცესში იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი"

"ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში... ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი, ვერ მივიღებ მონაწილეობას იმპიჩმენტის პროცესში იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი"

14/10/2023 06:33:38 პოლიტიკა

"ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში... ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი, ვერ მივიღებ მონაწილეობას იმპიჩმენტის პროცესში იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი", - ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

"2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა ერთობაშია გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა. ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, არ გვყავს პრეზიდენტი და მის მიმართ არ გვაქვს არც სამართლებრივი, არც მორალური და არც პოლიტიკური ვალდებულებები. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და ვერ მივიღებ მონაწილეობას იმპიჩმენტის პროცესში იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის: 5 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.

სასამართლო დასკვნას პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა.

თავად პრეზიდენტი სხდომებს არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S