Accentnews.ge
"გვაქვს მოლოდინი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება"

"გვაქვს მოლოდინი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება"

11/12/2019 16:18:55 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

„სამწუხროდ, როგორც ყველა რაუნდი, ესეც ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით იმ ბოლო განვითრებების გამო, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოდან მოყოლებული დამძიმებულია ვითარება ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არის მთელი რიგი საკითხები დაკავშირებული, როგორც გადასასვლელების დაკეტვასთან, ასევე უკანონო ბორდერიზაციასთან. დაკავებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი საკითი ბატონ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. საკითხი რთულია, თუმცა იმ ვითარებიდან, რაც იყო მოლაპარაკებებზე და რაც რეაგირებიდან, რეაქციებიდან ჩანდა, გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში დაიხურება. მოლაპარაკებების იმ დინამიკიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი სიმძიმისა, იმედი მაქვს, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S