 
                        მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი დაჭრეს
11/12/2019 16:40:39 სხვა, სამართალი
თბილისში მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი დაჭრეს. ინციდენტი დღეს საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა და 236-ე მუხლითდაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		