Accentnews.ge
შსს: 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთთან დაფიქსირდა

შსს: 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთთან დაფიქსირდა

16/10/2023 06:51:34 სამართალი

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საზღვრის კვეთების რაოდენობამ ჯამში 7 180 916 შეადგინა. შსს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კვეთების 76% უცხოელებზე მოდიოდა, ხოლო 24% ადგილობრივებზე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემების მიხედვით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სულ 2 689 306 შემოსვლა და 2 734 526 გასვლა დაფიქსირდა. ორივე მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, 2022 წლის მესამე კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების 2 267 523 შემოსვლა, 2 238 635 კი გასვლა დაფიქსირდა.

2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, შესაბამისად, რუსეთმა უმსხვილეს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაიკავა.

საზღვრის კვეთის მიხედვით, პირველი ათი ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი: შემოსვლა - 766 278, გასვლა - 780 514;
  • თურქეთი: შემოსვლა - 551 107, გასვლა - 553 600;
  • სომხეთი: შემოსვლა - 451 809, გასვლა - 452 526;
  • ევროკავშირის ქვეყნები: შემოსვლა - 181 170, გასვლა - 182 244;
  • ისრაელი: შემოსვლა - 90 269, გასვლა - 89 921;
  • ყაზახეთი: შემოსვლა - 83 882, გასვლა - 84 948;
  • ბელარუსი: შემოსვლა - 77 570, გასვლა - 82 151;
  • აზერბაიჯანი: შემოსვლა - 74 301, გასვლა - 74 443;
  • უკრაინა: შემოსვლა - 65 408, გასვლა - 67 029;
  • საუდის არაბეთი - 56 716, გასვლა - 60 693.

აღნიშნულ პერიოდში შემოსვლების საერთო რაოდენობიდან 1 670 541 იმ შემოსვლებზე მოდის, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდნენ, ტრანზიტით სულ 464 445 შემოსვლა, 24 საათამდე კი 544 320 შემოსვლა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S