Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადს შეხვდა

16/10/2023 09:32:12 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.

შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S