Accentnews.ge
საკონსტიტუციო სასამართლო: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

საკონსტიტუციო სასამართლო: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

16/10/2023 10:52:07 პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის დასვნას მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირანა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის "პოსტიდან" გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S