Accentnews.ge
ცხინვალი 2008 წლის შემდეგ ძებნილ პირთა სიას აფართოებს

ცხინვალი 2008 წლის შემდეგ ძებნილ პირთა სიას აფართოებს

11/12/2019 17:15:49 კონფლიქტები

იმ პირთა სია, რომლებიც სამხრეთ  ოსეთში 2008 წლის ომის შემდეგ ძებნაში გამოვაცხადეთ, გაფართოვდება, განუცხადა ჟურნალისტებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო გენპროკურორმა ურუზმან ჯაგაევმა.

მისივე თქმით, უშუალოდ ომის შემდგომ პერიოდში „დადგინდა საქართველოს მთელი სამხედრო–პოლიტიკური ელიტა და ძებნაში 45 ადამიანი გამოცხადდა, ამ დროისთვის კი სია 2 კაცით გაიზარდა“.

„თავდაპირველად ხსენებული პირები სამხრეთ ოსეთი ტერიტორიაზე გამოცხადნენ ძებნაში, მოგვიანებით კი ყველა მათგანი მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. სია პერმანენტულად იზრდება, არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც მათ ძებნაში გამოსაცხადებლად ჯერ სრულყოფილი მონაცემები არ გვაქვს“, – განაცხადა ჯაგაევმა რუსეთის გენპროკურორის მოადგილე დმიტრი დემეშინთან შეხვედრისას. 

თავის მხრივ, რუსმა ჩინოსანმა აღნიშნა, რომ „არავის გამოურიცხავს რუსეთის ტერიტორიიდან იმ პირთა ექსტრადირება, რომელთაც სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“.

„ამ საკითხებს ჩვენც ვაკონტროლებთ, საერთაშორისო თანამშრომლობა ამ ეტაპზე გვაკმაყოფილებს და თუ შესაბამის პირებს რუსეთში დავაკავებთ, ჩვენი ფედერალური კანონმდებლობის საფუძველზე შესაძლებელია, ისინი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის სამხრეთ ოსეთს გადავცეთ“, – დასძინა დემეშინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S