Accentnews.ge
უგულავა ამბობს, რომ საზღვარგარეთ ივანიშვილთან დაკავშირებული დოკუმენტების გამო მიდიოდა

უგულავა ამბობს, რომ საზღვარგარეთ ივანიშვილთან დაკავშირებული დოკუმენტების გამო მიდიოდა

11/12/2019 17:50:00 სხვა, სამართალი

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, აეროპორტში მომხდარ ინციდენტამდე ის რამდენიმე პირთან გეგმავდა საზღვარგარეთ შეხვედრას, შეხვედრის თემა კი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა იყო.

"რუსეთში ფულის გათეთრებას ეხება, შეკვეთილ მკვლელობებს და ა.შ. არ მინდა, ამაზე მეტი ვთქვა. ფაქტია, რომ ამის საშუალება არ მომეცა. ასეა თუ ისე, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, მათ საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად იხილავენ, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, რა მორალის ადამიანი მართავს ქვეყანას",– განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, უგულავას თქმით, ბრალი სსკ–ს 126–ე მუხლით წარუდგინეს, რაც ცემას გულისხმობს. პოლიცია მასთან ბინაში დღის მეორე ნახევარში გამოოცხადდა. 

"სურეალიზმს აქვს ადგილი: დაზარალებულები ჩვენ ვიყავით ფინანსურადაც, ფიზიკურადაც, ვერ გავფრინდით, მაქვს დაზიანებები, მაგრამ საოცრება მოხდა, მოვიდა პოლიცია და ბრალდებულად მე მცნო. თავს დაგვესხა ვინმე გავაშელიშვილი. როგორც ამბობენ, ის არის სპორტსმენი, რაც ძალიან ცუდია, რადგან, ხშირია სპორტის ამ სახეობის კავშირი სახელისუფლებო კრიმინალთან და ეს თუ ასეა, უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე. არავის აქვს უფლება, არცხვენდეს სპორტის ამ სახეობას, რომელიც ასეთი წარმატებულია ქვეყანაში",– განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ოპოზიციის გეგმებში არაფერი იცვლება.

ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენის არანარი საფუძველი არ არებობს, ვინაიდან უგულავას თავს დაესხნენ, მან კი თავი დაიცვა.

ის ვარაუდობს, რომ საქმის აღძვრის მიზანი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა და გადაადგილების შეზღუდვაა. 

ცნობისთვის: აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია "ევროპულმა საქართველომ" დღეს გაავრცელა. ამ ცნობის მიხედვით, გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ.

უგულავა თავდასხმაში ბადრი გავაშელიშვილს ადანაშაულებს, რომელიც გამოცდილი ძიუდოისტია, მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საერაშორისო ტურნირში. თავად გავაშელიშვილი კი უგულავას უჩივის ცემისთვის. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S