
"ქართული ოცნების" მასშტაბურ შეკრებაზე მისვლას გია ხუხაშვილიც გეგმავს
11/12/2019 19:32:39 ციტატა
"ქართულმა ოცნებამ" აქცია რომ გამოაცხადა, იქ მისვლას ვაპირებ. მაინტერესებს, ვინმე თუ იქნება მანდ "ქართული ოცნებიდან", რადგან დღეს "ქართული ოცნება" ზარდიაშვილები არიან".
ამის შესახებ ანალისტიკოსმა და მმართველის პარტიის თავრმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის: 14 დეკემბერს "ქართული ოცნება" მასშტაბურ შეკრებას გეგმავს და ამისთვის რეგიონებიდან ხალხის მობილიზებას ახდენს. უკვე ცნობილია, რომ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები იქნებიან წარმოდგენილნი. როგორც ოფიციალურად გაცხადდა, ეს არა ძალის დემონსტრირება, არამედ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას უკავშირდება. თანამდებობა საქართველოს ექვსი თვით ანბანის მიხედვით ერგო. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებაზე ელჩები არ არიან მიწვეულნი. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა განმარტა, ღონისძიება პარტიულია და უხერხული იქნებოდა ელჩების მიწვევა.