
გორში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა
16/10/2023 14:19:57 სამართალი
გორის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი საკუთარმა მამამ ნაჯახის გამოყენებით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული - 67 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.