Accentnews.ge
"თუ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ დაგვაკარგინა სტატუსის მიღების შესაძლებლობა, პასუხისმგებლობას საკონსტიტუციოც გაიზიარებს და ის ამას ვერ გაექცევა"

"თუ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ დაგვაკარგინა სტატუსის მიღების შესაძლებლობა, პასუხისმგებლობას საკონსტიტუციოც გაიზიარებს და ის ამას ვერ გაექცევა"

16/10/2023 14:26:49 პოლიტიკა, სამართალი

პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თუ ამ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიმდინარე წელს მიღებას პრობლემა შეუქმნა, პასუხისმგელობის გაზიარება საკონსტიტუციო სასამართლოსაც მოუწევს.

ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"თუ აღმოვჩნდით ჩვენ იმ რეალობის წინაშე, რომ ამ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან და დაგვაკარგინა უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობას ამ შედეგზე საპარალამენტო უმრავლესობასთან ერთად გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც და ის ამას ვერ გაექცევა", – განაცხადა ჩუგოშვილმა.

იგი არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

მისი თქმით, "სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო".

ამასთან, ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს.

"მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი", – დასძინა მან.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S