Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ევროპულ გზაზე შედეგს მივიღებთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს

ზურაბიშვილი: ევროპულ გზაზე შედეგს მივიღებთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს

16/10/2023 17:39:02 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპული მომავალლის და დემოკრატიის „მკვლელობა ან მკვლელობის“ მცდელობა უწოდა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ საზოგადოება ევროპულ გზაზეა გაერთიანებული და ის აუცილებლად მიიღებს შედეგს, მათ შორის, თავისუფალ არჩევნებს:

„პირველს მივიღებთ ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს გვიშლიდნენ შიგნიდან ვიღაცეები და მომავალ წელს უკვე შემდეგი ეტაპი გვაქვს – წლიწადნახევარი გვაქვს წინ, ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს! ნურავინ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ“,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან თქვა, რომ არსად არ აპირებს წასვლად. კარიერას გააგრძელებს პრეზიდენტის ან თავისუფალი პოლიტიკოსის რანგში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მისვლას გეგმავს და თუ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, იტყვის „ყველაფერს:

„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა, ოპოზიციას ვურჩიო, თუ უნდათ, რომ ძლიერი სურათი დადგეს, დადგნენ ერთად და ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. თუ მომცეს სიტყვა, გამოვალ და ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S