
ბრიტანეთის ელჩი ზურაბიშვილის განცხადებას აკაკი წერეთლის პოემით ეხმაურება
12/12/2019 03:27:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკაკი წერეთლის პოემით პასუხობს. საუბარია "თორნიკე ერისთავზე". პოემის ნაწყვეტს ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე აქვეყნებს. ამ ფორმით ჯასტინ მაკკენზი სმიტი ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ქვეყნის მთავარსარდალმა თქვა, რომ საქართველოს "არ აქვს ჯარი, არც იარაღი და არც ექნება".
“ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?” თორნიკე ერისთავი, პოემა - აკაკი წერეთელი", - წერია ელჩის პოსტში.
ამავე თემაზე: რას უნდა ამბობდეს და რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი