Accentnews.ge
პრეზიდენტი პარლამენტში მისვლას აპირებს:  იმ პატარა კაცებთან არავინ მჭირდება

პრეზიდენტი პარლამენტში მისვლას აპირებს:  იმ პატარა კაცებთან არავინ მჭირდება

16/10/2023 17:46:16 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო გააკრიტიკა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ექვსმა მოსამართლემ მმართველ გუნდს ნება დართო, განაგრძოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ არ აპირებს გადადგომას და რჩება ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მხარდამჭერად.

ამასთან, მისი თქმით, დღეს „ერთი ქვით მოკლეს (ან სცადეს) ქვეყნის ევროპული მომავალი და დემოკრატია“, რადგან მისი განმარტებით, ქვეყანა, სადაც ძალაუფლების შროებს შორის ბალანსი არ არსებობს, ის დემოკრატიულად არ ჩაითლება.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში მისვლას გეგმავს და თუ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა, იტყვის „ყველაფერს“:

„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად“.

აქვე ოპოზიციასაც მიმართა: „თუ უნდათ, რომ ძლიერი სურათი დადგეს, დადგნენ ერთად ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S