ბუჩუკური – პრეზიდენტის მოწოდებაზე: არ შევალთ დარბაზში
16/10/2023 19:50:02 პოლიტიკა
„პარტია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმის დაფიქსირება მნიშვნელოვნად მიაჩნია, მისი პარტია ითვალისწინებს პრეზიდენტის თხოვნას.
„ვინაიდან პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ვითვალისწინებთ მის თხოვნას და დარბაზში არ შევალთ“– თქვა მან „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სწორად არ მიაჩნია.
მანამდე პარტიის წევრები აპირებდნენ დარბაზში შესვლას.
მანამდე პრეზიდენტმა ოპოზიციას ურჩია, პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცედურის დროს გარეთ დადგეს, თავად კი მზად არის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე მარტო გამოცხადდეს.
„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან, რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად.
მინდა ვურჩიო (ყველას გადასაწყვეტია და მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ) ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები და გამოვალ თუ სიტყვა მომცეს. თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებულ წარდგინებაზე გადაწყვეტილება. პლენუმმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციოს ცხრა მოსამართლიდან ექვსმა ამ გადაწყვეტილებით მმართველ გუნდს „მწვანე შუქი“ აუქნთო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში წარმართოს. ამასთან, უმრავლესობას ამჟამინდელი მოცემულობით, საჭირო მათა რაოდენობა არ აქვს.


