
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან
12/12/2019 03:51:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
თავდაპირველად, 09:30 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.
მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.