ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა

12-12-2019 08:24:13 სხვა ,ეს საინტერესოა

დიდ ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 


გამოცემის ინფორმაციით, ძაღლი, სახელად მერი ჯეინი დოგის და ამერიკული ბულდოგის ნაჯვარია. სამწუხაროდ, 6 ლეკვი მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ. ისინი ჯანმრთელები არიან და სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ პატრონი ახალ სახლებს მოუძებნის, მათ დედას კი სტერილიზაციას გაუკეთებს. 

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე მეტი ლეკვი ერთდროულად ნეაპოლიტანურმა მასტიფმა ტიამ 2004 წელს გააჩინა. მას 24 ლეკვი გაუჩნდა, თუმცა მერი ჯეინისგან განსხვავებით, ტიას ლეკვები საკეისრო კვეთის მეშვეობით დაიბადნენ, ამიტომ, შესაძლოა, რეკორდსმენის ტიტული მერი ჯეინს გადაეცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები