
პოპულარულ თამაშს Age of Empires II-ს საქართველო დაემატება
17/10/2023 10:26:33 ეს საინტერესოა
თამაშის სერიის Age of Empires II: Definitive Edition შემქმნელებმა შემდეგი დამატების შესახებ განაცხადეს. მას ერქვა The Mountain Royals და მის მყიდველებს ორი უძველესი ცივილიზაციის - საქართველოსა და სომხეთის ისტორიასთან შეხვედრა ელით.
მოთამაშეები ნახავენ სამ სიუჟეტს. ორი მათგანი ქართველ მეფე თამარს და სომეხ უფლისწულ ტოროს დიდს მიეძღვნება. მესამე მოგვითხრობს სპარსეთის შაჰის ისმაილის ცხოვრებაზე და საშუალებას მოგვცემს, გავეცნოთ განახლებული სპარსული ცივილიზაციას.
ქართული კამპანიის აღწერილობაში ნათქვამია, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ, შექმნან "ძლიერი სამეფო კავკასიის მთების ჩრდილში" და გამოიყენონ "უხეში რელიეფი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ უთვალავი უცხოური შემოსევების თავიდან ასაცილებლად".
კერძოდ, მოთამაშეებს აქვთ წვდომა "უნიკალურ ქართულ კავალერიაზე" და სვანურ თავდაცვით კოშკებზე, რომლებიც ძლიერ ისრებს ისვრიან.
რელიზი გაფართოების შესახებ 31 ოქტომბერს გამოვა. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021