Accentnews.ge
პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაა

პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაა

12/12/2019 04:53:32 სხვა, სამართალი

პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვეს, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა.

აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ხელს შეუშლიან საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ კენჭისყრას.

ამავე თემაზე: 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S