
თავდაცვის მინისტრი: „ვეტერანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა“
17/10/2023 12:07:18 თავდაცვა
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი - ვეტერანების დღე მიულოცა.
„ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენიქვეყანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თითოეულ ვეტერანს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.