Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი საპატრულო პოლიციის უფროსს:"თქვენ იცავთ ბიძინა ივანიშვილის მონებს, ვწუხვარ"

ლევან ხაბეიშვილი საპატრულო პოლიციის უფროსს:"თქვენ იცავთ ბიძინა ივანიშვილის მონებს, ვწუხვარ"

12/12/2019 05:26:12 სხვა, სამართალი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიცია პარლამენტთან ბიძინა ივანიშვილის მონებს იცავს. 

"ათასობით პოლიციელი რატომ მოიყვანეთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში მართლა კრიმინალია. გუშინ მარჯანიშვილშე დაჭრა არ მოხდა? ეს ათასობით პოლიციელი, აქ რომ მოიყვანეთ "კრიმინალების" დასაცავად, არ ჯობია, რომ წესრიგს იცავდნენ მართლა?"- მიმართა სირაძეს ხაბეიშვილმა.  რაზეც ვაჟა სირაძემ ხაბეიშვილს ჰკითხა: "თქვენ გინდათ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავდნენ?". 

"არა მე მინდა, რომ თქვენ კრიმინალს ებრძოდეთ და არა იცავდეთ ბიძინა ივანიშვილის მონებს. თქვენ იცავთ ბიძინა ივანიშვილის მონებს, ვწუხვარ ამიტომ" - მიმართა ხაბეიშვილმა ვაჟა სირაძეს.  

პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.


ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

თავდაპირველად, 09:30 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.

მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S