Accentnews.ge
პარლამენტთან აქციაზე სოსო რობაქიძესა და მომიტინგეებს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან აქციაზე სოსო რობაქიძესა და მომიტინგეებს შორის ინციდენტი მოხდა

12/12/2019 05:40:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ არჩევის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქციაზე უტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მივიდა. იგი მომიტინგეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მცირე ინციდენტი პოლიციელებმა განმუხტეს და სოსო რობაქიძე ადგილიდან გაიყვანეს. 

როგორც რობაქიძემ განაცხადა, იგი აპროტესტებს საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" არსებობას და აცხადებს, რომ ყოფიილი მმართველი პარტია სამუდამოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან. 

"მე რომ ადამიანი შემხედავს და მეტყვის, აქ რა გინდაო, არ არის ტუტუცი? ვაშაძეს და ბოკერიას რა უნდათ აქ, რატომ მაშინ არ აპროტესტებდნენ, როდესაც სასამართლოში ადამიანთა გამართლება ერთი პროცენტი იყო. ეს მოსამართლეები მაშინ რატომ არ გაყარეს? საპირწონედ მითხარით, ამ მთავრობამ რა გააკეთა უარესი. თუ უარესი გააკეთა, გადავალ ნებისმიერ მხარეს. „ოცნებას“ ვეუბნები, რომ თქვენი ბრალია, ჩემნაირი ხალხი რომ „აჭერით“. ეს უნდა იყოს ბოლო წელი, რომ „ნაცები“ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკიდან, თორემ მთელი ხალხი დავდგებით ერთად“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S