
თავდაცვის მინისტრი: ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი დაფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს
17/10/2023 15:34:12 თავდაცვა
"ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი დაფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს", – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც მის შვილთან დაკავშირებით „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს.
„თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არ მიღებაზე რამდენიმე თვე, ბოლოს მიიღეს სარჩელი და მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი. [...] შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული. ჯარისკაცების სოციალური პირობები გვაქვს ისეთი, არასდროს რომ არ გვქონია. ამ სოციალური პირობების დამატებით, გარანტიები გავეცით სოციალური, ეს იქნება განგრძობითი და გარანტირებული პროცესი. ბინებით უზრუნველყოფა იქნება გარანტირებული პროცესი, ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით", - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნესსაქმიანობაში: „თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში - კეზერაშვილი, რომელიც მართლამათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი".
ცნობისთვის: სალომე სამადაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს ასე მიმართა: „მაინტერესებს თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა?“