
პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ბესო გაზდელიანი დააკავეს
12/12/2019 05:45:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ არჩევის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციამ დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო გაზდელიანი.
ამ ეტაპზე უცნობია, სულ რამდენი ადამიანია დაკავებული პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ ასაჩევად პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები "მონას" შესახილების ფონზე შევიდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ და ცდილობენ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს ხელი შეუშალონ.