Accentnews.ge
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

12/12/2019 06:13:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ცოტა ხანში უყრის.

"პარლამენტში არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საშვი გუშინ დაუშვეს. უჩემოდ აირჩევენ ე.წ. კვალიფიციურ და კლანის მხარდამჭერ მოსამართლეებს", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყრიან კენჭს. კანდიდატებს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან დილიდან იმართება აქციაც. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უმრავლესობას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა სიას. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S