Accentnews.ge
„ვერც 7სთ–ზე, ვერც 8–ზე და ვერც 9–ზე 200 „ნაციონალი“ ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის“

„ვერც 7სთ–ზე, ვერც 8–ზე და ვერც 9–ზე 200 „ნაციონალი“ ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის“

12/12/2019 06:21:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "200 „ნაციონალი“ პარლამენტის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.

„11 საათი იყო დაწყებული, როცა სხვა დეპუტატებთან ერთად მოვედი. მე არ ვარ იმ კომიტეტების წევრი, რომლებიც ადრე იწყებენ მუშაობას. ხედავთ, რომ ვერც 7სთ–ზე, ვერც 8–ზე და ვერც 9–ზე 200 „ნაციონალი ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის. ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, არანაირი რესურსი არ აქვთ მათ, რომ თუნდაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ. 

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხს და განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციითაა მიღებული:

„ვფიქრობ, ამას ალტერნატივა არ აქვს, განაჩენი არის დამდგარი და არის საბოლოოდ ძალაში შესული და შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. ბუნებრივია, მას უნდა შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება. ამისთვის მხარის არდაჭერა იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება".

ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყრიან კენჭს. კანდიდატებს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან დილიდან იმართება აქციაც. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უმრავლესობას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა სიას. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S